Saturday, June 27, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

დღე ტრენინგის ბოლო დღე იყო.მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციებს,განივიხილეთ,მოვახდინეთ უკუკავშირი,გავაკეთეთ კომენტარები.ბოლოს შევაფასეთ ჩვენი ტრენინგი.უღრმესი მადლობა ტრენინგის ყველა მონაწილეს და ქალბატონ ლალის.ყველას გისურვებთ წარმატებებს!

Wednesday, June 24, 2015

მერვე დღის რეფლექსია

მერვე დღეს ვიმუშავეთ დიფერენციალური სწავლების კითხვარზე.გავეცანით ფასილიკაციის ნიმუშებს. მოვაწესრიგე ჩემი პორტფოლიო .ავტვირთეთ Google Drive-ში და განვათავსეთ Blog-ზე.So happy!

Tuesday, June 23, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

მეშვიდე დღეს ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკაზე,მოვარგეთ მოსწავლის პრეზენტაციას და დავიწყეთ  მუშაობა პროექტის მიმდინარეობაზე.

Sunday, June 21, 2015

მეექვსე დღის რაფლექსია

დღევანდელი დღე მეტად საინტერესო იყო.ვისწავლეთ ბლოგზე პრეზენტაციის განთავსება და დავალებად მივიღეთ მოსწავლის ნაშრომის შექმნა, განთავსება.სამუშაო ბევრი.მაგრამ ბიმზიდველია უდავოდ

პორტფოლიოს პრეზენტაცია

Sunday, June 14, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

მეხუთე დღე კიდევ უფრო საინტერესო იყო.ვიმუშავეთ პროექტის შეფასებაზე.ვისწავლეთ google drive-ის გამოყენება.მივიღეთ დავალება დავასრულოთ პროექტის შეფასების შაბლონის დამთავრება.მადლობთ ქალბატონო ლალი

Saturday, June 13, 2015

მიმართულების მიმცემი საკვანძო საკითხები

ზოგადი შეკითხვა


  • როგორ შეიძლება დავაინტერესოთ ჩვენი სოფლით გარე სამყარო?


თემატური შეკითხვები

  •   რა როლი აქვს ტურიზმს ჩვენი კეთილდღეობის წინსვლაში?
  •   როგორ მოვიზიდოთ ტურისტები ჩვენ სოფელში?


შინაარსობრივი შეკითხვები
  •   რა ღირსშესანიშნაობები აქვს ჩვენს სოფელს?
  •   ვინ არიან ის ადამიანები,ვისაც შეუძლიათ ტურისტების ბინით უზრუნველოფა?
  •   რა გასართობი ადგილები გვაქვს სოფელში?
  •   რომლებია ღირსშესანიშნაობების დახასიათებისას შესაფერისი ზედსართავი  სახელები? (adjectives)
  •  რომლებია ტურიზმთან ასოცირებული ლექსიკური ერთეულები?
  •  რომელ გრამატიკულ დროს ვიყენებთ ადგილების აღწერისთვის?

Friday, June 12, 2015

სტანდარტები და ინდიკატორები

უცხ.ს.v.12.მოსწავლეს შეუძლია დაწეროს სარეკლამო ხასიათის ინფორმაციული ტექსტი(ტურისტული გზამკვლევი,ინფორმაციული ბროშურა)


განსაზღვრავს ტექსტის ფორმატს.
განსაღვრავს მიზანს(მაგ:ტურისტების ინფორმირება არსებული ღირშესანიშნაობის შესახებ)
მიზნიდან გამომდინარე ადგენს რუბრიკებს(ღირსშესანიშნაობების,გასართობი ადგილების)
წერს მოკლე ინფორმაციულ ტექსტებს,სადაც აღწერს დეტალებს და იძლევა შეფასებებს.
აფორმებს ტექსტს.

უცხ.ს.v.22 მოსწავლეს შეუძლია უცხო ენის ცოდნის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.
გნახორციელებს უცხო ენაზე სხვადასხვა ტიპის პროექტს.
თარგმნის მცირე ზომის ინფორმაციულ,შემეცნებით და სხვა ტექსტებს.

Sunday, May 31, 2015

მესამე დღის რეფლექსია

მესამე დღე ძალიან საინტერესო იყო.გავეცანით ერთმანეთის ბროშურებს,გავაკეთეთ კომენტარები,ჩამოვაყალიბეთ მოსწავლის მიზნები და ამოცანები.ვისწავლეთ ბლოგებში გვერდების ჩამატება,რამაც ძალიან გამახალისა.მადლობა ქალბატონო ლალი!

მოსწავლეების ამოცანები



მოსწავლეები  შეძლებენ


  • მოიძიონ ინფორმაცია ტურიზმთან დაკავშირებით, კონკრეტულად მისი როლი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში.

  • შეაგროვონ მონაცემები სოფლის ღირშესანიშნაობებზე, გასართობ ადგილებზე და ყველა საჭირო ობიექტზე, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია უცხოელების მოთხოვნებთან

  • გამოიყენონ სხვადასხვა ელექტრონული ბეჭდური მასალა ინფორმაციის შესაგროვებლად და გასაერთიანებლად.

  • მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით   გააკეთონ პრეზენტაცია.

Saturday, May 30, 2015

მეორე დღის რეფლექსია

პროექტებით სწავლების მეორე დღეს გავეცანით ერთმანეთის იდეებს,ვიმსჯელეთ,გავუზიარეთ ჩვენი შტაბეჭდილებები.პროექტის იდეა განვათავსეთ ბლოგზე.დავუკომენტარეთ ერთმანეთს ჩვენი შეფასებები.გავაკეთეთ ბროშურის შაბლონი და მივიღეთ დავალება ბროშურის შინაარსის შესახებ

ჩემი პროექტის იდეა

ტურისტული გზამკვლევის შექმნა უცხოელებისთვის



           ტურიზმის  განვითარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისათვის და ქვეყნის განვითარებისათვის.  უცხოელი ტურისტებისათვის გზამკვლევის შესადგენად მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას სოფლის ღირშესანიშნაობების შესახებ. მოიკვლევენ სხვადასხვა ტრადიციებს სოფლის ასაკოვან ადამიანებთან, მოიძიებენ გასართობ ადგილებს ტურისტებისათვის,შექმნიან სოფლის რუკას .მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე შექმნიან ლამაზი დიზაინით გაფორმებულ ბროშურას