Sunday, May 31, 2015

მესამე დღის რეფლექსია

მესამე დღე ძალიან საინტერესო იყო.გავეცანით ერთმანეთის ბროშურებს,გავაკეთეთ კომენტარები,ჩამოვაყალიბეთ მოსწავლის მიზნები და ამოცანები.ვისწავლეთ ბლოგებში გვერდების ჩამატება,რამაც ძალიან გამახალისა.მადლობა ქალბატონო ლალი!

მოსწავლეების ამოცანები



მოსწავლეები  შეძლებენ


  • მოიძიონ ინფორმაცია ტურიზმთან დაკავშირებით, კონკრეტულად მისი როლი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში.

  • შეაგროვონ მონაცემები სოფლის ღირშესანიშნაობებზე, გასართობ ადგილებზე და ყველა საჭირო ობიექტზე, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია უცხოელების მოთხოვნებთან

  • გამოიყენონ სხვადასხვა ელექტრონული ბეჭდური მასალა ინფორმაციის შესაგროვებლად და გასაერთიანებლად.

  • მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით   გააკეთონ პრეზენტაცია.

Saturday, May 30, 2015

მეორე დღის რეფლექსია

პროექტებით სწავლების მეორე დღეს გავეცანით ერთმანეთის იდეებს,ვიმსჯელეთ,გავუზიარეთ ჩვენი შტაბეჭდილებები.პროექტის იდეა განვათავსეთ ბლოგზე.დავუკომენტარეთ ერთმანეთს ჩვენი შეფასებები.გავაკეთეთ ბროშურის შაბლონი და მივიღეთ დავალება ბროშურის შინაარსის შესახებ

ჩემი პროექტის იდეა

ტურისტული გზამკვლევის შექმნა უცხოელებისთვის



           ტურიზმის  განვითარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისათვის და ქვეყნის განვითარებისათვის.  უცხოელი ტურისტებისათვის გზამკვლევის შესადგენად მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას სოფლის ღირშესანიშნაობების შესახებ. მოიკვლევენ სხვადასხვა ტრადიციებს სოფლის ასაკოვან ადამიანებთან, მოიძიებენ გასართობ ადგილებს ტურისტებისათვის,შექმნიან სოფლის რუკას .მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე შექმნიან ლამაზი დიზაინით გაფორმებულ ბროშურას